მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

60486b854d0ba
ინგა მურუსიძე
10.03.21 10:46
1795
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა.

როგორც bm.ge-ის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე - საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.