მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა

627a7d4f47dda
მარიამ ვარადაშვილი
10.05.22 18:54
1076

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯაველიძე დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

"მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე - მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში არაერთ თანამდებობაზე. რევაზ ჯაველიძე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია", - წერია განცხადებაში.

მანამდე ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი იკავებდა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.