მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, შესაძლოა, ნათია მეზვრიშვილი დაინიშნოს

5d7b905859f6d
BM.GE
13.09.19 16:48
1065
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, შესაძლოა, ნათია მეზვრიშვილი დაინიშნოს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაუდასტურეს, რომ მეზვრიშვილი მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლდა. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, იქ საკადრო ცვლილებებს ჯერ არ ადასტურებენ. მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილება არც bm.ge-ს დაუდასტურეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ამ დროისთვის კახა კახიშვილი იკავებს. პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ კი, თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.