მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობის ამოცანა ახლა ინფრასტრუქტურაა“ - ლაშა პაპაშვილი ინვესტიციების მოზიდვაზე

60435d26ac2fa
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.21 09:30
681
კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თვლის, რომ ინვესტიციების მოზიდვის მხრივ დღეს უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.

„ინვესტიციების კუთხით რამდენიმე წლის წინ არ იყო ასეთი სიტუაცია, იმაზე ადრე უფრო ცუდი სიტუაცია იყო“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა Forbes Talks-ში სტუმრობისას.

კითხვას - რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ინვესტიციები მოიზიდოს ბიზნესმენი პასუხობს: „ეს მთავრობის ხელშია. წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ მცდელობა სახელმწიფო კომპანიების ამოქმედების, მაგრამ ჩანასახშივე ვერ შედგა. ამ ხელისუფლების დროსაც, მახსოვს, უნდოდათ სახელმწიფო ბანკის შექმნა, მაგრამ ესეც ვერ შედგა და არ არის საჭირო ეტყობა. მთავრობის ამოცანა ახლა ინფრასტრუქტურაა, იმიტომ ვახსენე წყალი. სოფელს უნდა მიწების კონსოლიდაცია და ირიგაცია და დანარჩენს თავად მიხედავს...

ინფრასტრუქტურაა მთავარი - წყალი, დენი, გაზი. ეს სამი კომპონენტი დღეს უმსხვილესი პროვაიდერების ხელშია. ამათ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყონ“, - განაცხადა პაპაშვილმა.