მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებები ყველაფერს თავდაყირა აყენებს“ - რითეილ გრუპ ჯორჯია

5ffc5acaba2d0
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.21 18:15
1531
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორის რევაზ მაღალაშვილის თქმით, მთავრობის მიერ შეზღუდვების 1 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო. ამის შესახებ მან „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ასეთი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები მათ ბიზნესსაქმიანობას, პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას თავდაყირა აყენებს.

„წელს არ ყოფილა კომუნიკაცია. შეხვედრები იყო ნოემბერში და დეკემბერში. წელს უკვე ველოდით გეგმის მიხედვით, 18-ში გახსნას და ამის იმედის საფუძველს ის გვაძლევდა, რომ წინაპირობა იყო შემდეგი, რომ წინასაახალწლო შოპინგს, რაზეც არაერთი კომპლიმენტი მივიღეთ, კარგად გავართმევდით თავს და მეორე, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებდა, რაც ასე თუ ისე მოხდა. სულ რამდენიმე საათის წინ გავიგეთ და არ ველოდით გადაწყვეტილებას გახსნის 1 თებერვლამდე გადაწევის შესახებ.

ზოგადად ასეთი გადაწყვეტილებები, მზადებისთვის დროს აღარ გვაძლევს, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ მივყვებით 2 თვიან გეგმას და ინვესტორებს ვეუბნებით, რომ ამა და ამ დღეს გავიხსნებით და ეს არის გეგმა, მსგავსი გადაწყვეტილებები თავდაყირა აყენებს ყველაფერს. საჭიროა მზადების საშუალება მოგვეცეს“, - განაცხადა მაღალაშვილმა.