15.აპრილი .2020 18:48

მთავრობის დადგენილებით, სკოლის მანდატურები საკარანტინე ზონების ზედამხედველობაზე გადაყავთ

მთავრობის დადგენილებით, სკოლის მანდატურები საკარანტინე ზონების ზედამხედველობაზე გადაყავთ
views 623
უკან

საკანონმდებლო მაცენეზე გამოქვეყნდა მთავრობის 244-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტროს სისტემაში შემავალ "მანდატურის სამსახურს" საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში COVID-19-თან ბრძოლის პროცესში მოუწევს ჩართვა. კერძოდ, საუბარია მანდატურების საკარანტინე სივრცეების გარე პერიმეტრების ზემდამხედველობაში ჩართვაზე.

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური არსებული რესურსის ფარგლებში, საკარანტინე სივრცის/ტერიტორიის გარე პერიმეტრის კონტროლის გზით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს დახმარებას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირების მხრიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01–31/ნ ბრძანებით განსაზღვრული კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით", - ნათქვამია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას გეგმავს. დღეს, 21:00-დან კი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი ჩაიკეტება.

15 აპრილის მდგომარეობით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 306, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3-ია.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში სულ 5034 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა