01.ივნისი .2020 11:56

მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტის დახურულ ფორმატში, სავარაუდოდ, 5 ივნისს მოუსმენენ

views 204
უკან

ეკონომიკური პროფილის მინისტრებს პარლამენტში, დახურულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, 5 ივნისს მოუსმენენ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

კაკულიამ ასე უპასუხა დამოუკიდებელ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს, რომელმაც პარლამენტში სხვადასხვა საკითხების საგნობრივი განხილვა მოითხოვა.

„პარასკევს (5 ივნისი) ვგეგმავთ ასეთ რამეს. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ პირველი შეხვედრა იყოს დახურული, თუმცა კომიტეტის ფორმატი არავის გაუუქმებია და აქაც შეგვიძლია განვიხილოთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ და ნატო ჩხეიძეს უთხრა, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით კომუნიკაცია მასთანაც შედგება.

შეგახსენებთ: რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრის, ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პარლამენტში, დახურულ ფორმატში მომსმენის ჩატარებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა