11.ოქტომბერი .2019 14:15

მთავრობის ეკონომიკური გუნდი თვეში ერთხელ ბიზნესთან შეხვედრებს იწყებს

views 326
უკან

ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადადის. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიზნესთან დღეს დახურულ კარს მიღმა, ჟურნალისტების გარეშე გამართა.

როგორც მინისტრი ამბობს, ბიზნესს სჭირდება მეტი კომუნიკაცია, შესაბამისად შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება, რათა მათ წინასწარ იცოდნენ იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამა თუ იმ სამინისტროში მზადდება.

„პრემიერის დავალება იყო ძალიან დროული. ბიზნესს სწყურია მეტი კომუნიკაცია იმ სამინისიტროებთან, ვის ხელშიცაა ეკონომიკური პოლიტიკა.

ჩვენ აქამდეც აქტიურად ვხვდებოდით ბიზენსს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი იმიტომ, რომ ამ ცალკეული შეხვედრებისას მაინც არსებობს განცდა, რომ შეძლება ნაკლებად არიან ჩართულები, თუნდაც ახალი კანონმდებლობის მომზადების პროცესში და შრომის კანონმდებლობის ცვლილებებმა წარმოაჩინა ეს პრობლემა ყველაზე ნათლად, მაგრამ ეს სხვა სფეროებსაც ეხება, სხვა ახალ რეგულაციას.

შევთანხმდით, რომ ბიზნესმა რომ თავი იგრძნოს თანამონაწილედ და ჩვენც დავინახოთ, რა ზემოქმედება ექნება ჩვენს ამა თუ იმ ცვლილებებს ბიზნესზე, თვეში ერთხელ შევიკრიბებით სხვა უწყებებთან ერთად, ვინც მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში და წინასწარ გავაცნობთ ბიზნესს რა რეგულაცია მზადდება ჩვენს ჩვენს სამინისტროებში.

ეს იქნება ყველაზე სწორი და ცოცხალი ფორმატი, ბიზნესმა წინასწარ უნდა იცოდეს რას ვამზადებთ, უნდა გაიზაროს კომუნიკაციით შეიძლება ბევრი გაუგებრობა წინასწარ გადაიჭრას და თუნდაც მტკივნეული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება იქნას მიღებული ერთობლივად ან თავიდან აცილებული ან უფრო ეფეტური გადაწყვეტილება მოფიქრებული.

ვერ დავიჩემებთ, რომ ყველაფრის სპეციალისტები და ექსპერტები ჩვენ ვართ. უდიდესი გამოცდილება და ექსპერტიზა აქვს ბიზესს, ბიზნესასოციაციებს მათ შორის. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ მათ ცოდნას, მათ გამოცდილებას, უფრო მეტად გავიხადოთ ბიზნესი ჩვენს პარტნიორად“-განაცხადა „ანალიტიკაში“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა