30.სექტემბერი .2022 14:12

მთავრობის გადასაწყვეტია როგორი პოლიტიკა ექნება - დეგნანი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

მთავრობის გადასაწყვეტია როგორი პოლიტიკა ექნება - დეგნანი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე
views 425
უკან

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოშვების საკითხი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ასე უპასუხა ელჩმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, უნდა დააწესოს თუ არა სავიზო რეჟიმი საქართველომ.

“ეს საკმაოდ რთული საკითხია და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია რა სახის პოლიტიკა ექნება. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ ზომებს იღებს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მათ ქვეყანაშია. საქართველოს მთავრობამ თავად უნდა გადაწყვეტორს როგორ შეხვედება ამას. უპირველეს ყოვლისა დაცლი უნდა იყოს ბალანსი უსაფრთხოების კუთხით, მეორე მხრივ იმ ადამიანების მხარდაჭერა უნდა მოხდეს, რომლებიც რუსეთიდან რეპრესიებს გამოურბიან”,-აცხადებს კელი დეგნანი.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვიც გაიზარდა. მიმდინარე კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთი მოქალაქეების მიერ სახმელეთო საზღვრის კვეთის მაჩვენებელი გამოქვეყნა. შსს-ს თანახმად, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა რუსეთის 53 136 მოქალაქე და გავიდა - 34 990.