მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ბაზრობები დროებით დაიხურება

5fbf83aedfbb3
BM.GE
26.11.20 14:25
902
მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შეზღუდვები, მათ შორის იზღუდება ბაზრობების საქმიანობაც.


კერძოდ, ამ პერიოდში ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ მხოლოდ აგრარული ბაზრები;

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება და ქვეყნის მასშტაბით:

· იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, მათ შორის ღია და დახურული ბაზრობები;

16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით:

· აღდგება სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

· შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება აგრარული ბაზრობის მუშაობას.