მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალება

5f588fa1bbc0d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.20 12:04
2971
„ხვალიდან სოციალური ღონისძიებები აიკრძალება“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა.

„მნიშვნელოვანი გადაწყვტილება იქნა მიღებული ე.წ. სოციალურ ღონისძიებებზე, როგორებიცაა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღინისძიებები. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გვესმის რომ საკმაო დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკევული გეგმები გააჩნდათ, თუმცა ვითვალისწინებთ არსებულ მდგომაროებას და ხვალიდან სოციალური ღონისძიებები აიკრძალება.

ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე იყო. დახურულ სივრცეებში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებდა და ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.