გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე კვერეთის აღკვეთილი დაარსდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსის მდგრად მართვას. კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება.
„კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განვითარებაა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა თითქმის 300 000 ჰა-ით და, 2021 წლის მდგომარეობით, შეადგენს დაახლოებით 800 000 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. 2012-2021 წლებში, შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია. დღეს, საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო