მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ინფორმაციით, ფონდ "ქართუს" დაფინანსებით საგურამოში პარკი მოეწყო და დავით გურამიშვილის ძეგლი დაიდგა

5dc7b671a60f4
BM.GE
10.11.19 10:56
1690
დაბა საგურამოში დავით გურამიშვილის ძეგლი და მისივე სახელობის პარკი გაიხსნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლამდე ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. პარკის მოწყობასა და თანმდევ სამუშაოებზე 800,000 ლარამდე დაიხარჯა და ეს თანხა სრულად დაფარა საქველმოქმედო ფონდმა “ქართუ“.

პარკის გახსნა ადგილობრივებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიულოცა.

„ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან სოლიდური თანხები იხარჯება საბაზისო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და სამწუხაროდ, საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევთ ასეთი ტიპის პროექტებს. იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსი, საბედნიეროდ „ქართუ“ გვეხმარება და ეს პროექტიც არის საქველმოქმედო ფონდთან სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ორწლიანი სამუშაოების შედეგად, ეს სივრცე ოჯახური დასვენების, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული აქტივობების ინტეგრირებულ პლატფორმად იქცა.