04.თებერვალი .2020 14:08

მთავრობის კანონპროექტები, რომელთა განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს

views 398
უკან

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი 100-ზე მეტი კანონპროექტის განხილვას გეგმავს.  

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტებთან დაკავშირებით, მიმდინარე თვის ბოლომდე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა იმ კანონპროექტების სია, რომელთა განხილვა იგეგმება. მათ შორის არის ცვლილებები "შრომის კოდექსში", "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში; "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონში, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილებები და ა.შ

განსახილველი კანონპროექტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებგვერდზე: