მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მსგავსად წელს სებ-იც 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელოდება

5ea93c8791b71
სალომე მეცხვარიშვილი
29.04.20 12:30
835
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალურმა ბანკმა გადახედა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2020 წლისთვის. მისი ინფორმაციით, მათი პროგნოზითაც ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა 4% იქნება. 

"დიახ, ეროვნულ ბანკს აქვს გაკეთებული პროგნოზი და ჩვენი პროგნოზითაც საქართველოში წელს ეკონომიკური ვარდნა 4% იქნება",- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამავე ნიშნულს პროგნოზირებს საქართველოს მთავრობა. პირველად კი მინუს 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადო.