„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ განკარგულებების გამოქვეყნების შეწყვეტა საგანგაშოა.
ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე რეჟიმში იღებს და ამაზე გამოუქვეყნებელი განკარგულებები მიუთითებს. 2022 წელს განხილული 372 განკარგულების პროექტიდან მთავრობის ადმინისტრაციას არცერთი არ გამოუქვეყნებია, ამასთან, გასული წლის განკარგულებების 40% კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც TI-ის შეფასებით, კორუფციული რისკის შემცველია.
“2020 წლის მეორე ნახევრის შემდეგ მთავრობის არცერთი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე აღარ იძებნება. მხოლოდ სათაურების დონეზე ვიცით რა საკითხებს იხილავენ, თუმცა ალბათ იმიტომ, რომ იქ რაღაც არის დასამალი არ აჩვენებენ რა დეტალებს მოიცავს ეს გადაწყვეტილებები. გადაწვეტილება მივიღეთ, რომ გასული წლის იანვრიდან წლის ბოლომდე მთავრობის ყოველი სხდომის შემდეგ გაგვეგზავნა წერილი, სადაც ვითხოვდით ამ გადაწვეტილებეზე დეტალურ ინფორმაციას. სამწუხაროდ, არცერთზე პასუხი არ მიგვიღია. ეს ნამდვილად საგანგაშო საკითხია. გარდა იმისა, რომ განკარგულებების თითქმის ნახევარი სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხება, განკარგულებები ასევე მოიცავს სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებების გარკვეული ფორმით გადავადებასაც. ამ გადაწვეტილებების დეტალები არ ვიცით. სწორედ აქ ჩნდება ეჭვი რომ ვიღაც რაღაცას მალავს",-განაცხადა მან გადაცემა "წერტილში".
მისივე თქმით, არსებული ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაცია ეცდება გაარკვიოს სახელმწიფო ხომ არ ცდილობს კონკრეტული ადამიანების ხელშეწყობას:
“ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება გავარკვიოთ კონკრეტული ჯგუფების ხელშეწყობა ხომ არ ხდებოდა. საუბარია რომელიმე ბიზნეს ჯგუფსა ან მაღალჩინოსანთან დაკავშირებული კომპანიებზე. ესეც თავისთავად მიგნება იქნება. ასე რომ ამით არ გავჩერდებით, ჩავუღმავდებით ამ საკითხს და შევეცდებით უფრო მეტი საინტერესო დეტალი გავხადოთ საჯარო”.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი