მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მხრიდან რა პროგრამები დაეხმარებოდა თქვენს ოჯახს? – NDI-ის კვლევის შედეგები

5f5f172b4a1c8
ინგა მურუსიძე
14.09.20 11:18
867
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) კვლევის თანახმად, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მოსახლეობის დახმარებად მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს მიაჩნია. 

NDI-ის კითხვაზე - "თუ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ ზიანზე იფიქრებთ, მთავრობის მხრიდან რა პროგრამები დაეხმარებოდა თქვენს ოჯახს ყველაზე მეტად", გამოკითხულთა 29% კითხვაზე პაუხად უმუშევრობის კომპენსაციას ასახელებს, 26% - კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, 24% - დასაქმების პროგრამას, 15% მედიკამენტებით დახმარებას, 11% - სესხის განულება-ჩამოწერას, 9% - არაფულადი პროდუქტით დახმარებას, 8% - დაბალპროცეენტიან სესხებს, 6% - სესხების გადავადებას, 2% - ტრენინგს ახალი სამუშაო უნარების შესაძენად, ხოლო 2% - სუბსიდიებს იპოთეკურ სესხებზე. გამოკითხულთა 10% ამბობს, რომ მთავრობის დახმარება არ სჭირდება. 

გარდა ამისა, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მან ან მისმა ოჯახის წევრმა მთავრობისგან დახმარება მიიღო, ხოლო 57% ამბობს, რომ დახმარება არ მიუღია.

სატელეფონო გამოკითხვის საველე სამუშაოები მოიცავს 6-11 აგვისტოს პერიოდს; გამოკითხულია 2,045 მოქალაქე, საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.