მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ორგანიზებით, ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩარტერული რეისით ჩამოვიდნენ

5e84db067a71f
BM.GE
01.04.20 22:17
716
საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან თბილისში ჩამოვიდა ჩარტერული რეისი, რომლის ბორტზეც საქართველოს 102 მოქალაქეა. ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

რეისმა ასევე ჩამოიყვანა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჩარტერულo რეისით სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებმაც ბულგარეთი - თურქეთის საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხების გამო, ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება. ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ამ ქვეყანაში ქართველთა დიასპორის ფინანსური მხარდაჭერით, მათ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიაწოდეს და სამშობლოში დაბრუნების საკითხის მოგვარებაში დაეხმარნენ.

ბულგარეთიდან ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „Myway Airlines” -მ შეასრულა.