მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის რომელ განცხადებას აფასებს არასერიოზულად ივა ჭყონია

5dee898c63094
BM.GE
09.12.19 22:47
1166
"საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" თავმჯდომარე ივა ჭყონიას
ლარის გაუფასურების მიზეზად ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დასახელება არასერიოზულად მიაჩნია.

bm.ge-ისთან საუბარში  ჭყონიამ ლარის კურსის რყევები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კიდევ ერთხელ დაასახელა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორი სხვადასხვა მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებებია, რამაც “პანიკა დათესა”.

“სახელმწიფო არის იმისთვის და ქვეყნის ხელისუფალი არის არჩეული ხალხის მიერ იმისათვის, რომ ის პრობლემები, რომელიც შიგნით არსებობს, გადაჭრან. არამგონია, რომ ასობით გამოსულმა ადამიანმა გამოიწვიოს ის შედეგი, რაც იგივე ზაფხულის პერიოდში მივიღეთ. როცა მთავრობამ განცხადებები გააკეთა ზაფხულის პერიოდში, როდესაც დაახლოებით, 30 პუნქტით გაუფასურდა ლარი და ხელი გაიშვირა ოპოზიციისკენ, მიმაჩნია, რომ არასერიოზული განცხადება იყო. არასწორი განცხადება იყო ისიც, თითქოს ჟურნალისტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია რყევები და ა.შ. რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გამო, საქართველოს ეკონომიკას რომ 200-დან 300 მილიონამდე დააკლდებოდა, ესეც არასწორი განცხადება იყო და ვფიქრობ, ერთის მხრივ ამანაც დათესა პანიკა, თუმცა ვფიქრობ, ეროვნული ბანკი აქტიურად რომ ყოფილიყო ჩართული, დღეს ამ შედეგს არ მივიღებდით“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, დღეს ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა და 2.9446 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, რომლის კურსი 3.2606 ლარია.