მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის საგარეო ვალი $7.7 მილიარდია; სახელმწიფო კომპანიების - $1.7 მლრდ

61cdadb75106b
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.21 18:00
2094
საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა - ეროვნულმა ბანკმა დღეს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის ვალის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო სექტორის ვალის მოცულობაა 10.4 მილიარდი დოლარი, რაც თანხობრივად მშპ-ის 59.6%-ია. აბსოლუტურ რიცხვებში სახელმწიფო სექტორის ვალი გაზრდილია 16.8%-ით და ის შემადგენელი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

● სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი - 10.4 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 16.8%;
● მთავრობის საგარეო ვალი - 7.7 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 13.2%;
● ეროვნული ბანკის საგარეო ვალი - 966 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 110%;
● სახელმწიფო კომპანიების საგარეო ვალი - $1.73 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 2%.

რაც შეეხება ეკონომიკის სხვა სექტორების ვალს, ის 10.6 მილიარდი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. მათ შორის ბანკების ვალია 4.3 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.

სხვა სექტორების (ვაჭრობა; მრეწველობა და ასე შემდეგ) საგარეო ვალია 4.8 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 2.1%, ხოლო კომპანიათაშორისი საგარეო ვალია 3.2 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან მიმართებით 3%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში სებ-ის საგარეო ვალი 275.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

“აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 286.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 965.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 487.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (SDR), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.