მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის საგარეო ვალმა მშპ-სთან მიმართებაში, შესაძლოა, 60%-იან ზღვარს გადააჭარბოს

5e7655b3dc574
BM.GE
21.03.20 21:54
1317
მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში აქამდე არსებულ პარამეტრს გადააჭარბოს.

ბექა დოჭვირმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოცემულ პრეზიდენტის დეკრეტში არსებული ის ჩანაწერი განმარტა, რომელიც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული პროცენტული შეზღუდვების გაუქმებას ითვალისწინებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ მთავრობას არაერთ საერთაშორისო ინსტიტუტთან აქვს მოლაპარაკება ფინანსების მოზიდვაზე და თუ აქამდე არსებული პარამეტრების დარღვევა იქნება საჭირო, ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს საგანგებო ბიუჯეტს წარუდგენს.

„ დღეის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ია. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე , მთავრობას მოლაპარაკებები აქვს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ დამატებითი ფინანსური სახსრები მოიზიდოს , რათა მოხდეს ვირუსთან ბრძოლა და შემდეგ ეკონომიკის სტიმულირება. შესაბამისად შეიძლება, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ვერ დაკმაყოფილდეს ვალის მშპ-სთან შედარებით 60%-იანი ზედა ზღვრის მაჩვენებელი და ამ პარამეტრის გადაცილება გახდეს საჭირო. პირობითად ვიძახი, თუ მოხდება ზედა ზღვრზე გადაცილება, მაშინ წარმოდგენილი იქნება საგანგებო ბიუჯეტი“,-აღნიშნა დოჭვირმა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში ერთი თვით: 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ipn.ge