მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის სახლში მართვის მეთოდები განიხილა

5e7749d9daa09
BM.GE
22.03.20 15:10
1192
ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოშიც გვქონდეს აღნიშნული პრაქტიკა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში განიხილეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შესაბამისი რეკომენდაციები მისცა მთავრობას. მისი განცხადებით, როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემდგომ მოხდება ამ საკითხზე საუბარი.

"80% შემთხვევებისა მიმდინარეობს მსუბუქად და ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში და ეს არ არის თვითმკურნალობა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 54–მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, სრულად 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში – 1966, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი იმყოფება.