მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის სსიპ-ი ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ქმნის

5ea98e7d44fbc
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.20 18:30
3788
მთავრობის მიერ 2019 წელს დაფუძნებული სსიპ-ის “ახალგაზრდობის სააგენტოს” ინიციატივით “ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს” შექმნა არის დაგეგმილი.

სააგენტოს განცხადებით, ახალი საბჭოს შექმნა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას გაზრდის.

“ვინაიდან ახალგაზრდობა სფეროს უმთავრესი ნაწილია, რომლის გარეშეც ეკოსისტემის შექმნა წარმოუდგენელია, სააგენტომ აირჩია გეზი, რომ მისი პოლიტიკა და გადაწყვეტილებები იყოს მონაწილეობრივი, რაც გულისხმობს, ახალგაზრდების ჩართვას იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რომელიც მათ ეხებათ, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე.

ახალგაზრდობის ჩართულობის გასაზრდელად სააგენტოს ინიციატივით, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება, რომელიც ევროპაში აპრობირებული ეფექტური მექანიზმია და უზრუნველყოფს, რომ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ხმა უფრო მკაფიოდ გაჟღერდეს და მნიშვნელობა შეიძინოს.

საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსს რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ, ამიტომ თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს,”- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავად “ახალგაზრდობის სააგენტოს” განმარტებით, მათი საქმიანობა სამი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობას მოიცავს. ესენია:

1. ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის საკოორდინაციო მექანიზმების განვითარება;
2. ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება;
3. ახალგაზრდების მონაწილეობის და შესაძლებლობების განვითარება;

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია, მისი საშტატო რიცხვოვნობა კი 44-ით არის განსაზღვრული.