მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის ნაწილს დაამტკიცებენ

5eafb5e0b68f3
BM.GE
04.05.20 10:22
972
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ნაწილს დაამტკიცებს. საუბარია ცვლილებებზე ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში”, ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე "ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს შეღავათებსა და დახმარებებს როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების ნაწილში. საკითხებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარადგენს.

ანტიკრიზისული გეგმის კონკრეტულად რა ნაწილს დაამტკიცებს მთავრობა, ჯერ ცნობილი არ არის:

მთავრობამ 3,5 მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, სადაც გათვალისწინებულია: უმუშევართა დახმარებები - დასაქმებულები, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარის კომპენსაციას; მათ შორის გათვალისწინებულია თვითდასაქმებულთა ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება; კომპანიების ფინანსური მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასებზე მიიღებენ სრულ სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში 750 ლარი გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან; პენსიების ზრდა - 2021 წლიდან საქართველოში ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებს 1 ივლისიდან დამატებით 30 ლარით ; სოციალური დახმარებებსა და მოქალაქეების ზრუნვის ბიუჯეტი ჯამში 1.035 მილიარდ ლარს შეადგენს; ეკონომიკის 2 კვირიანი შუალედებით ეტაპობრივი გახსნა.