მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის სხდომებზე თელარა გელანტიას დავუშვებთ - მთავრობის ადმინისტრაცია

6337121b53e2b
BM.GE
30.09.22 19:55
1355
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ BMGtv-ის ჟურნალისტს და BM.GE-ის მთავარ რედაქტორს თელარა გელანტიას მთავრობის სხდომების გაშუქების უფლებას მისცემენ.

ამის შესახებ BMG-ის გენერალურ დირექტორს თამუნა ქემერტელიძე მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 სექტემბერს თელარა გელანტიას არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა მთავრობის სხდომას, დაესვა საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვები და შეესრულებინა მისი პროფესიული მოვალეობა. მთავრობის სხდომის გაშუქების შეზღუდვა 26 სექტემბრის მთავრობის სხდომაზეც და დღეს 14:00 საათზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზეც გავრცელდა. შედეგად მთავრობის ადმინისტრაციამ Bm.ge-ის მთავარ რედაქტორს სხდომის გაშუქების უფლება სამჯერ შეუზღუდა.

ცნობისთვის: თელარა გელანტიას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის საქმეზე სამართლებრივ მხარდაჭერას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) უწევს. ჟურნალისტმა 2022 წლის 15 სექტემბერს IDFI-ს წარმომადგენლობით საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა.