მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობის ვალდებულებაა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს, ისე რომ რუსეთზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს“

62f62dec82aaf
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.22 14:40
982

„ნებისმიერი პატრიოტი მთავრობის ვალდებულება უნდა იყოს ისე უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, რომ რუსეთზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს“ - ამის შესახებ პოსტს კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში საზოგადოების ქცევებსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

„რუსი ტურისტი გვინდა იმისთვის, რომ უკეთ ვიცხოვროთ - ამაზე ამორალური რა უნდა იყოს, მას მერე რაც რუსეთმა ჩაიდინა ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში?! ნებისმიერი პატრიოტი მთავრობის ვალდებულება უნდა იყოს, ისე უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთზე დამოკიდებულება. ასეთ დროს უდიდესი როლი ეკისრება საზოგადოების პოზიციას, რომ სადაც კი შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ პროდუქტებზე და ყველა იმ "სიკეთეზე", რასაც რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს მოაქვს. ომი არ გვინდა იმას არ ნიშნავს, რომ ფართოდ გავუხსნათ რუსეთს კარი საქართველოში ეკონომიკური ექსპანსიისთვის. რუსულ პროდუქტებზე უარის თქმით, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსეთის გავლენების შემცირებაში“, - წერს თამაზ დაუშვილი.