ფარმაცევტთა ასოციაცია პრემიერს GMP სტანდარტზე გადასვლის 2027 წლისთვის გადადებას სთხოვს. მათი განმარტებით, ბიზნესი კარგი საწარმოო პრაქტიკის დასანერგად მზად არ არის და 2022 წლამდე GMP-ის სტანდარტებზე გადასვლამ შესაძლოა, 75 რეგისტრირებული ფარმაცევტული წარმოებიდან 72 საწარმოს დახურვა გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს GMP სტანდარტზე გადასვლის შესახებ გუშინ ან დღეს არ შეუტყვიათ. მათ წლების წინ იცოდნენ, რომ 2022 წლიდან ახალ სტანდარტზე გადასვლა მოუწევდათ.
აქედან გამომდინარე, bm.ge-მ ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელს ჰკითხა, რატომ არ გამოიყენეს ეს პერიოდი ფარმაცევტებმა წინამოსამზადებელი სამუშაოებისთვის.
„იმ განკარგულებაში, რომლითაც განისაზღვრება, რომ 2022 წლიდან უნდა გადავიდნენ მწარმოებლები ახალ სტანდარტზე, გაწერილია, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა სამთავრობო სტრუქტურებმა. სამწუხაროდ, იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე რეალურად სამთავრობო სტრუქტურების მხირდან ერთი ნაბიჯიც არ არის გადადგმული ამ მიმართულებით. ელემენტარულად ის სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილებასაც სთხოვენ ჩვენს მეწარმეებს, ქართულად არც არის ნათარგმნი და არ აქვს შესაბამისი იურიდიული ძალა.
გვთხოვენ საიტზე ატვირთული ინგლისურენოვანი დოკუმენტის გამოყენებას, ამას რომ თავი გავანებოთ, ბიზნესის მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული, უმეტესობამ უკვე შეიძინა მიწა, რაღაც მშენებლობები დაწყებულია, მაგრამ აჩერებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს სტანდარტი მოეთხოვება მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებლებს და არ მოეთხოვება იმპორტიორს. არაკონკურენტუნარიან გარემოში ხვდებიან ჩვენი მწარმოებლები“-აცხადებს ლევან გოგიბერიძე.
კერძო სექტორიდან წამოსულ მოთხოვნებს და კრიტიკას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა ცოტა ხნის წინ უპასუხა.
„აქ არის მთელი რიგი მარეგლამენტირებელი დოკუმენტები, რომლებსაც მწარმოებლები უნდა გაეცნონ უცხოურ ენაზე, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, მათ მოუწევთ ურთიერთობა საერთაშორისო ექსპერტებთან, მათ მოუწევთ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, ამიტომ ნაწილი დოკუმენტებისა, ძირითადი დოკუმენტები რა თქმა უნდა, შეთავაზებულია და მომზადებულია და გამოცემულია ქართულ ენაზე, მაგრამ ნაწილი დოკუმენტების წაკითხვა მათ მოუწევთ აუცილებლად ინგლისურენოვან დედანში“-აცხადებდა შაშიაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ