მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს მიმდებარედ მაცხოვრებლები სახლებს ტოვებენ. ადგილობრივებთან თბილისის მერიამ შეთანხმებას მიაღწია და ადგილზე 11 ოჯახისგან გამოისყიდა საკუთრება. ცნობისთვის, რუსთაველი- მთაწმინდის საბაგირო ხაზის აღდგენაზე უკვე წლებია საუბარი მიმდინარეობს. თუმცა იმის გამო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები დიდ საკომპესაციო თანხას ითხოვდნენ, მშენებლობის დაწყების საკითხი უკვე 8 წელია კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა როგორც დღეს Bm.ge-სთვის ცნობილი გახდა, მაცხოვრებლებსა და მერიას შორის შეთანხმება შედგა.
“შედგა შეთანხმება წლების შემდეგ ჩვენსა და თბილისის მერიას შორის. მერიამ გადაიხადა თანხა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ყველამ დავთმეთ, ჩვენც, მერიამაც და მეტ-ნაკლებად კმაყოფილები დავრჩით ორივე მხარე. 11-ივე ოჯახთან შეთანხმება მიღწეული და დასრულებულია, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გვაქვს ვადა და დავცლით სახლებს", - ამბობს სესილი მამიტაშვილი, გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებელი.
შეგახსენებთ, რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტის განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა.
ყველაზე მეტი ცვლილება რუსთაველის გამზირზე, საბაგიროს გაჩერების ადგილმდებარეობამ განიცადა, რომელიც თავდაპირველად სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა შემდგომში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა.
რამდენიმე დღის წინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების მიზნით უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის სამშენებლო და საინჟინრო საქონლისა და მომსახურების შესყიდვას გულისხმობს. წლების განმავლობაში რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის აღდგენა სასამართლო დავის მიზეზიც გახდა. კერძოდ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია თბილისის მერიას ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უჩიოდა.
ცნობისთვის, 8 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად თბილისის მერიას საბაგირო მთაწმინდის პარკისთვის 2014 წელს უნდა ჩაებარებინა, რომლისთვისაც პარკის ადმინისტრაციამ ფინანსური რესურსიც გასწია. თუმცა ამაოდ, შესყიდული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კონტრაქტორი კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში დღესაც ინახება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ