მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს პროექტი დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე დაჯდება. ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს. მათი ცნობით, პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 18 იანვარს გაიხსნება, რომლის შედეგები გადაწყვეტს, თუ რომელი კომპანია განახორციელებს საბაგიროს საინჟინრო სამუშაოებს.
უკვე გაფორმებულია 7.4 მილიონ ლარის მოცულობის ხელშეკრულება ავსტრიულ კომპანია Dopplemayr-თან, რომელიც მერიის ცნობით, საბაგიროს გონდოლებს და კაბელებს დაამონტაჟებს.
აღსანიშნავია, რომ საბაგიროს მშენებლობაზე ტენდერი ერთხელ უკვე ჩაიშალა, გასული წლის ნოემბერში.
შეგახსენებთ, რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტის განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მეტი ცვლილება რუსთაველის გამზირზე, საბაგიროს გაჩერების ადგილმდებარეობამ განიცადა, რომელიც თავდაპირველად სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა შემდგომში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა.
წლების განმავლობაში რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის აღდგენა სასამართლო დავის მიზეზიც გახდა. კერძოდ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია თბილისის მერიას ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უჩიოდა.
8 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი, თბილისის მერიას საბაგირო მთაწმინდის პარკისთვის 2014 წელს უნდა ჩაებარებინა, რომლისთვისაც პარკის ადმინისტრაციამ ფინანსური რესურსიც გასწია, თუმცა ამაოდ. შესყიდული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კონტრაქტორი კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში დღემდე ინახება.
ამასთან, რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობას ადგილობრივებიც აფერხებდნენ, რომლებიც დიდ საკომპესაციო თანხას ითხოვდნენ, თუმცა სექტემბერში მაცხოვრებლებსა და მერიას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, შესაბამისად ადგილზე 11-მა ოჯახმა საკუთრების დათმობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხები მიიღო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი