04.თებერვალი .2023 20:17

„მთელ რეგიონს ვფარავთ, გარდა რუსეთისა“ – Setanta-ს კომერციული დირექტორი

„მთელ რეგიონს ვფარავთ, გარდა რუსეთისა“ – Setanta-ს კომერციული დირექტორი
views 814
უკან

საერთაშორისო სპორტული მედია Setanta Sports-ის კომრეციული დირექტორი დათი ჯაფარიძე ეთერში აცხადებს, რომ ამჟამად 15 ქვეყანაში მაუწყებლობენ, მიმდინარე წელს კი კიდევ ორი ქვეყნის ბაზარზე შესვლას გეგმავენ.

„ახლა "სეტანტა" ფარავს მთელს რეგიონს, რუსეთის გარდა, ბალტიის სამივე ქვეყანას. ცოტა ხნის წინ შევედით ფილიპინების ბაზარზე, რომელიც ძალიან საინტერესო და მომგებიანია. უახლოეს მომავალში კიდევ ორი ქვეყნის დამატებას ვგეგმავთ, რომელსაც ჯერ არ ვაკონკრეტებთ“, - აცხადებს დათი ჯაფარიძე.

კომპანიის კომერციული დირექტორი Setanta-ს არხისა და აპლიკაციის განსხვავებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ კი ტელევიზიაში მომხმარებელს მხოლოდ სამი არხის ყურება შეუძლია, ამ დროს აპლიკაციაში 16 სტრიმი ერთდროულად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს “Setanta Sports”-მა Ska ჯგუფთან კოლაბორაციით მონაწილეობა სპორტ ბარი „ტრიბუნას“ გახსნაში მიიღო და როგორც დათი ჯაფაფრიძე აღნიშნავს, ჰორეკა სექტორთნ თანამშრომლობა მათთვისაც ძალიან მომგებიანია.

„საზღვარგარეთ ძალიან გავრცელებულია სპორტული არხებისა და ჰორეკა სექტორის კოლაბორაცია, ჩვენ ეს მოდელი საქართველოშიც გადმოვიტანეთ.

ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან გაიზარდა სპორტის მაყურებლების რაოდენობა, რაც ჩვენი მოთამაშეების წარმატებებმა განაპირობა, ამიტომ ისეთ ობიექტებზე, სადაც სპორტის ყურება კომფორტულ გარემოში შესაძლებელი იქნება, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.“ - განმარტავს დათი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა