მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთელმა ჩემმა თაობამ 30 წელიწადი პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით დავკარგეთ"

5dcd59527a25a
სალომე მეცხვარიშვილი
14.11.19 17:45
4795
მთელმა ჩემმა თაობამ 30 წელიწადი პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით დავკარგეთ, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი სანდრო ჭუმბურიძე bm.ge-სთან აცხადებს. ასე ეხმაურება ის პარლამენტის გადაწყვეტილებას, როდესაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა. ცვლილებები ითვალისწინებდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარებულიყო.

ჭუმბურიძის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ანგრევს ბიზნესსაც.

"30 წელი დავკარგეთ იმიტომ, რომ ეს არის ტიპური პოსტსაბჭოთა დემოკრატიის მაგალითი, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება წახვიდე ხალხის ნების წინააღმდეგ. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის პირადად და ვფიქრობ, ქართული საზოგადოებისთვისაც. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით ვანგრევთ არამარტო დემოკრატიულ პრინციპებს და ქვეყნის განვითარებას ვაჩერებთ, არამედ ვანგრევთ ბიზნესს.

დღეს მაქვს შეხვედრა უცხო ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ეკონომიკურ ატაშეებთან და რაზე უნდა ველაპარაკო ამ ხალხს, როდესაც არის ასეთი მძიმე პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, უკვე 30-ე წელიწადია ეს ტურბულენტობა მიმდინარეობს. ეს არც ბიზნესს და არცერთ სახელმწიფოს სიკეთეს არ მოუტანს. მით უმეტეს ჩვენ, რომლებიც ასე მყიფე დემოკრატიულ საწყისებზე ვართ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ხელისუფლება იყოს უფრო გონივრული და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არ დაანგრევს ყველაფერს, რაც მეტნაკლებად შევქმენით",-აცხადებს სანდრო ჭუმბურიძე.