06.იანვარი .2020 17:24

მთის კურორტების კომპანია: "გათოვლიანების სისტემის ჩართვას წყლის შეწყვეტა არ გამოუწვევია"

views 254
უკან

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მტკიცებით, გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვას წყლის შეწყვეტა არ გამოუწვევია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მედიასაშუალებებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვამ გამოიწვია წყლის შეწყვეტა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემიდან არ მოხდარა წყლის გამოყენება, სწორედ იმ მიზეზით რომ მთის კურორტებზე უნალექობის გამო წყლის ნაკლებობა შეინიშნებოდა.

გათოვლიანების სისტემისთვის სეზონის გახსნამდე შეგროვდა 10 000 კუბი წყალი. სწორედ ეს მცირე მარაგი იქნა გამოყენებული ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზის ტესტირებისთვის. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, მას სრული დატვირთვით არ უმუშავია არც სათხილამურო გზის სრული საფარი გაუთოვლიანებია, ამას ემატება ისიც რომ კურორტზე დღის განმავლობაში სათანადო ყინვა არ იყო, შესაბამისად სრული დატვირთვით სისტემა ვერ იმუშავებდა.

"მთის კურორტების განვითარების კომპანია" ემიჯნება სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს", - ნათქვამია "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებაში

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა