მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტების კომპანიის კომენტარი ბაკურიანში საბაგიროზე ჟეტონების ნაცვლად რუბლის გამოყენებაზე

5e15fc8e1e278
BM.GE
08.01.20 19:56
2457
ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგირო, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება, მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ არ არის. აღნიშნულის შესახებ bm.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

Bm.ge-ი ცდილობს დაუკავშირდეს ე.წ. 25-იანების საბაგიროს მფლობელ კომპანიას.

შეგახსენებთ, დღეს ერთ-ერთმა დამსვენებელმა „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება,- “ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს“, - წერს დამსვენებელი ანა მარშანია.

ფოტოს "ფეისბუქში" ანა მარშანია ავრცელებს.