მთის პოპულარულ კურორტებზე საზაფხულო სეზონი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკურიანი, გუდაური, მანგლისი და კიდევ რამდენიმე ადგილი შიდა და საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზადაა. თუმცა ტურისტული სექტორი კვლავ რჩება რიგი გამოწვევების წინაშე, რომელიც პანდემიის გარდა, რუსეთ-უკრაინის ომმა შექმნა. როგორც BMG-ის ტურიზმის ბიზნესკონსულტანტმა გიორგი დოლიძემ უთხრა, მთლიანობაში - თბილისის, კახეთის, ზღვის და მთის სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი ივნისში 60-დან 65%-მდე მერყეობს. მისივე თქმით, შესაძლოა, ეს რიცხვი ჩანს, როგორც მაღალი, თუმცა 2019 წელთან შედარებით, ეს ასე სულაც არ არის.
“ადგილობრივი ტურიზმის თვალსაზრისით, მთლიანი რეზერვაციების მოცულობიდან, მთლიანობაში 10-12%-ს შიდა მოგზაურები იკავებენ. ისინი, ვინც უფრო მეტად ხანგრძლივ დასვენებაზე არიან ორიენტირებული, დედაქალაქიდან ზღვისპირეთის მიმართულებით გადაადგილდებიან, ქობულეთის, ურეკის, გრიგოლეთის და ბათუმის მიმართულებებზე. ვინც “უიქენდის” ტიპის დასვენებას არჩევს, ანუ 2-3 ღამით ქალაქის ქაოსიდან მოწყვეტა უნდა, ისინი კახეთისკენ, ყაზბეგისკენ და ახლომდებარე სხვა ლოკაციებზე მიდიან”, - განაცხადა ტურიზმის ბიზნესკონსულტანტმა გიორგი დოლიძემ.
მისივე თქმით, ჯავშნები უფრო მეტად ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოდის.
“ასევე ყაზახეთი, ბელარუსი და ჩვენი სამეზობლო რეგიონი, ყოფილი და აქტიური დაძაბულობის მიუხედავად, ძალიან გააქტიურებულია”, - დასძინა დოლიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი