მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთის წყალი" - თემურ ჭყონია მტკნარი წყლის წარმოებას იწყებს

5e70fef223ee5
ნინი ლონგურაშვილი
17.03.20 21:30
6185
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" წყლის ახალი ბრენდის წარმოებას იწყებს, რომლის გაყიდვაც 2020 წლის მაისიდან იგეგმება. კომპანია ბაზარზე წყალს “მთის წყალი”-ს სახელით ჩაუშვებს.

"მაისში ბაზარზე უკვე გამოჩნდება ჩვენ მიერ წარმოებული ახალი წყალი, რომელსაც ჩვენივე ჭაბურღილიდან ვიღებთ, და ის "კოკა-კოლას" ახალი ქარხნის ტერიტორიაზე, მუხრანის ველზეა განთავსებული. ეს წყალი იქნება "კოკა-კოლას" ბრენდის ქვეშ წარმოებული და არის სუფთა მთის წყალი, რომლის ექსპორტსაც აუცილებლად ვგეგმავთ. ჩვენ წყლის ახალ ბრენდში 3 200 მლნ ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ", - განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ.