მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მტკივა, როცა ვხედავ იმ უარყოფით გამოხმაურებას, რომელსაც საქართველო გლობალურად იღებს - მოლინეუსი

640b1fd40a493
BM.GE
10.03.23 16:10
893
მტკივა, როცა ვხედავ იმ უარყოფით გამოხმაურებას, რომელსაც საქართველო გლობალურად იღებს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

"მსოფლიო ბანკი, როგორც ორგანიზაცია და მე პირადად, საქართველოს დიდი ხნის პარტნიორები ვართ. ადრეული 90-იანი წლებიდან დღემდე, რთულ დროს, საქართველომ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და დაბალშემოსავლიანი სახელმწიფოდან საშუალოზე მაღალშემოსავლიან სახელმწიფოდ გადაიქცა.

მსოფლიოში საქართველო ცნობილი იყო, როგორც წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, რომელსაც შესანიშნავი რეპუტაცია ჰქონდა, რითაც ქვეყანამ დიდი მოცულობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა. ამის ფონზე, მტკივა, როცა ვხედავ იმ უარყოფით გამოხმაურებას, რომელსაც საქართველო გლობალურად იღებს. ამავდროულად, მახარებს ადგილობრივი გამოხმაურება, როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც უცხოური აგენტების შესახებ კანონი გამოიხმო.

მჯერა, რომ ახლა ყველას ინტერესში შედის მომავალზე ფიქრი და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატობას თან ახლავს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება და ამ გზაზე, მსოფლიო ბანკი კვლავაც იქნება საქართველოს მდგრადი პარტინორი", - აცხადებს მოლინეუსი.