მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მტკვარის ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება

56dfec79e6bc1
BM.GE
09.03.16 13:24
1578
მტკვარი ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება, - როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ჰესის მშენებლობა ფინანსური პრობლემების გამო იყო შეჩერებული, მისივე თქმით დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია.
 
"მტკვარის ჰიდროელექტროსადგური პრობლემების გამო იყო გაჩერებული, ეს არის წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტი. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისფლებაში მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ფაქტიურად გაჩერებული იყო. სამინისტროსა და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით, დღეს ეს პრობლმა მოგვარებულია. მშენებლობის სამზადისი მიმდინარეობს და სავარაუდოდ მომავალ კვირაში ვგეგმავთ დავიწყოთ ამ პროექტის მშენებლობის განახლებითი სამუშაოები", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი "მტკვარი ჰესი" სამხრეთ საქართველოში, ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე განხორციელდება.