მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთლიანობაში 2023 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 1.76 მლრდ ლარი იქნება - კალაძე

6391911de5e58
ინგა მურუსიძე
08.12.22 11:23
525
დედაქალაქის ბიუჯეტი 1.768 მილიარდი ლარით განისაზღვრა. განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც უკვე დასრულდა.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა 1.632 მლრდ ლარით. 2022 წელს ეს თანხა 1.560 მლრდ ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი შეადგენს 440 მლნ ლარს, სესხის ნაწილი არის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები თანხები, რომლითაც სხვადასხვა პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს არის 136 მლნ ლარი. მთლიანობაში 2023 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი იქნება 1.768 მილიარდი ლარი“, - განაცხადა კალაძემ.

მერმა ცენტრალურ მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.