ტურისტული სააგენტო "სამ ჯორჯიას" დირექტორი მუჰამედ ჰალეგი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ირანში განვითარებული ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ირანიდან საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა არ შეცვლილა.
"ჩვენი ინფორმაციით, ირანში განვითარებული ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ტურისტული მიზნებით ირანიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა არ შეცვლილა. ჯერჯერობით ირანიდან ტურისტული ვიზიტებით მოთხოვნის მატებაც არ აღინიშნება", - ამბობს მუჰამედ ჰალეგი.
მისი თქმით, რეისები როგორც იყო, ისე არის. მუჰამედ ჰალეგმა საქართველოს საზღვრიდან ირანელების გაბრუნების მაჩვენებლებზეც ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს საზღვარზე ჩამოსული ირანელების გაბრუნების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ირანიდან გამოფრენამდე ირანში ამოწმებენ დოკუმენტაციას და შესაბამისად საქართველოში მოწესრიგებული დოკუმენტაციით შემოდიან. თუ ადრე ერთ რეისზე 10-დან 25-მდე ირანელი ბრუნდებოდა სამშობლოში, დღეს უკვე მაქსიმუმ 1-2 ბრუნდება, ხშირ შემთხვევაში კი საქართველოს საზღვარს ირანიდან ჩამოფრენილი ბორტის ყველა მგზავრი კვეთს", - უთხრა BM.GE-ის ტურისტული სააგენტო "სამ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა.
მუჰამედ ჰალეგი იმასაც აღნიშნავს, რომ ამის ფონზე ზოგადად, ირანიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა არ გაზრდილა, რადგან წინა წელთან შედარებით ფრენების რაოდენობა შემცირებულია.
ცნობისთვის, საქართველოდან ირანის მიმართულებით ფრენები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც bm.ge-ის Tav Georgia-ში განუცხადეს, თეირანიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს 2 ავიაკომპანია (Taban Airlines - კვირაში 4-ჯერ; Qeshm Air-ყოველდღიურად) ასრულებს და ამ ეტაპზე რეისები არ გაუქმებულა.
შეგახსენებთ, ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მოგვიანებით, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანის და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები აეკრძალათ. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც ირანმა, 8 იანვარს, ერაყში მდებარე აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის