02.ოქტომბერი .2019 13:40

მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული მიწის უნებართვოდ გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება

views 496
უკან

დღეს პარლამენტის პლენაურ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიღების მიზანია მუნიციპლალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება ან/და სარგებლობა გახდეს სამართალდარღვევა და მუნიციპალიტეტებმა შეძლონ აღნიშნული პირების ჯერ გაფრთხილება, ხოლო გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში- დაჯარიმება.

კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სანქცია დიდი ხანია მოქმედებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე როგორც თბილისის საკუთრებაში არსებულ, ასევე სახელმწიფო საკუთარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით აღნიშნული სანქცირება გამორჩენილი იყო და ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთგვარ ხარვეზად კანონმდებლობაში, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ეს სანქცია და რეგულაცია არ არსებობდა, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ითვალისწინებს უკვე ჯარიმას“-აცხადებს ქვარაია.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მიწის უნებართვოდ დაკავება პირველ ჯერზე გამოიწვევს გაფრთხილებას, მეორე შემთხვევაში იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა