მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტებს რეკომენდაცია მიეცათ, არ გადაახდევინონ სავაჭრო ობიექტებს იჯარა

5e73385e11b54
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.20 13:23
1084
მთავრობის ადმინისტრაციის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მთავრობა მხარს უჭერს დედაქალაქის მერის ინიციატივას, რომლითაც მუნიციპალიტეტის ქონების იჯარით მოსარგებლე სავაჭრო ობიექტებისთვის ერთჯერადი შეღავათი ამოქმედდება და მათ საიჯარო გადასახადის გადახდა წლის ბოლომდე არ მოუწევთ. ჩიქოვანის თქმით, მთავრობა ანალოგიური ზომის გატარების რეკომენდაციას ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებსაც აძლევს. 

"თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ქონების იჯარით გაცემული ქონების გადასახადების შეჩერებას ითვალისწინებს და რომელიც ეხება სავაჭრო ობიექტებს, ეს რეკომენდაცია მიეცა ყველა მუნიციპალიტეტს,"- განაცხადა ჩიქოვანმა. 

კახა კალაძემ იჯარისგან გათავისუფლების შესახებ ინიციატივა 14 მარტს წარადგინა. მაშინ დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისში შესაბამისი შეღავათი 200-მდე ობიექტს მიეცემოდა. 

"გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეების და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლოთ მთელი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ,"- ამბობს კალაძე.