მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა

60a27ad9cab62
ინგა მურუსიძე
17.05.21 22:00
556
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

როგორც მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში წერია, არაერთი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

"მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟი მოახდინა", - ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციაში.