მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურმან მარგველაშვილი ელექტროენერგიის იმპორტის ზრდაზე: ეს არის ჩიხი, ასე გაგრძელება არ შეიძლება

5d7e33922b014
დავით ჯალაღონია
15.09.19 18:30
1720
ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას ქვეყნისთვის ჩიხურ მდგომარეობად აფასებს.

"ეს არის გრძელვადიანი პრობლემა და მკაფიოდ ჩანს, რომ რაღაც სწორად არ მუშაობს ჩვენს ენერგეტიკაში, ეს იმიტომ რომ საზოგადოებაში არ მუშაობს რაღაც სწორად. ჩვენ გვინდა ყველაფერი და არ გვინდა გავიღოთ არაფერი. ასე არ ხდება. ახალი სადგური როცა შენდება, ის უფრო ძვირიანია, ვიდრე ძველი და დამუშავებული სადგური, როდესაც იმპორტს ვახორციელებთ მაშინ, როცა ძალიან გვიჭირს, ეს ძვირიანია, როგორც თანხობრივად, ასევე პოლიტიკური დამოუკიდებლობის კუთხით.

ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდეელი, განვითარებული ქვეყანა, რომელიც შეძლებს თანამედროვე მსოფლიოს აუბას მხარი და ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, რაღაც უნდა შევცვალოთ. ამ რაღაცის შეცვლა არის ის, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთ, როგორც ენერგეტიკას, ასევე ჩვენს ქვეყანას და წინ გავიხედოთ.

უნდა ვისწავლოთ დიალოგი, როგორც გარემოს დამცველებთან, ისე ენერგეტიკოსებთან და უნდა შევძლოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან (გამოსვლა), რომელიც კიდევ უფრო მძიმდება, რადგან მოხმარება იზრდება, სადგურები ვერ ეწევა, თანხებს ვიხდით გარეთ, ეს არის ჩიხი... ასე გაგრძელება არ შეიძლება", - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ ვითარების გამოსასწორებლად ახალი ელექტროსადგურების მშენებლობაა საჭირო.