მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურთაზ კიკორია: ჩვენი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-საც მიაღწევს

571f150969918
BM.GE
26.04.16 11:09
1965
საქართველოს ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ "ფაინენშალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად არსებული შოკებისა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია და საბანკო სისტემამ ტესტი კიდევ ერთხელ გაიარა.
 
"საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე რთული პერიოდი გაიარა. ტურისტების რაოდენობის ზრდა, მთავრობის ახალი ინიციატივები და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნა პოზიტიურ განწყობას ქმნის ბიზნესში. ამ განწყობამ გავლენა იქონია ლარზეც, რამაც ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა რეზერვები შეავსოს. სწორედ ამიტომ ჩვენი პროგნოზი მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურია და ის აღემატება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზს (2,5%). ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომკა 5%-იან ზრდასაც მიაღწევს" - განაცხადა კიკორიამ.