მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშაობა და მოგზაურობა ერთდროულად - რას სთავაზობენ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყანაში

5f1f09795ad0f
მარიამ ადამია
27.07.20 23:40
1338
მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყნებმა დაიწყეს ადამიანების წახალისება სხვადასხვა მიმართულებით, რაც ეკონომიკასაც წაადგება. ზოგისთვის ეს შეთავაზებები, შეიძლება დიდი ხნის ოცნების ახდენის იდეალური საშუალება იყოს, რადგან დაბალ ფასად და თანაც დიდი ხნით შეძლებს სასურველი მიმართულების მონახულებას, თავად ქვეყნებისთვის კი ეს ნაბიჯი დამატებით შემოსავლებს გააჩენს, სექტორს დაეხმარება და ასე ნელ-ნელა ძველ პოზიციებსაც დაიბრუნებს. ასე რომ დისტანციური მუშაობა დღეს უკვე სულ სხვა საფეხურზე გადადის.

New York Post-ი რამდენიმე ქვეყანას და მათ შემოთავაზებებს გთვაზობთ:

იტალია
ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა იტალიაში, 85 მილიონი დოლარი გამოყვეს ბიუჯეტიდან ტურიზმის სტიმულირებისთვის. ტურისტებს მუზეუმებსა და ტურისტულად საინტერესო ადგილებში უფასოდ შესვლას და სიცილიაში უფასო ღამისთევას სთავაზობენ. ასევე ავიაბილეთის ფასის ნახევარიც მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.

საბერძნეთი
ტურისტებისთვის საინტერესო წინადადება აქვს საბერძნეთსაც. კერძოდ, ქვეყნის შიდა გადაადგილების ფასი მეტად შეღავათიანი გახადა, სახლის დაქირავებაზეც დაკლებულია ფასები და ახლა, როდესაც ქვეყანა ღიაა ტურისტებისთვის, დამთვალიერებლებს ბიუჯეტურად და თანაც ნაკლებ ხალხმრავლობაში შეუძლიათ იმუშაონ და თან იმოგზაურონ.

მექსიკა
შეგიძლიათ სამუშაო ზარებს პირდაპირ ქვიშიანი სანაპიროდან უპასუხოთ მექსიკაში. კამპანია #Come2MexicanCaribbean სოციალურ ქსელებში უკვე ჩაშვებულია და ზოგიერთი სასტუმრო სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს დაინტერესებულ პირებს დასვენებას. ასევე უფასოა მანქანის დაქირავება და განახევრებულია ფასები ღირსშესანიშაობების დასათვალიერებლად, სპა-სალონებსა და გოლფის მოედანზე სათამაშოდ.

ჩილე
ტურისტების ხანგრძლივი დაინტერესების მიზნით შეთავაზებები აქვს ჩილესაც, თუმცა განსაკუთრებით ანტერპრენერებისთვის. მათთვის ქვეყანამ ტექნოლოგიური სტარტაპ პროგრამა ჩაუშვა, ასე რომ შემოქმედ და კრეატიულ ადამიანებს შეუძლიათ ჩილეში საკუთარი ბიზნესი ააწყონ. თავად პროგრამა კი არ გულისხმობს მხოლოდ დაფინანსებას, მთავრობა დამატებით სამუშაო ვიზებსაც გასცემს დაინტერესებულ ადამიანებზე.