მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშაობის განახლებაზე განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა - მთავრობა

5eaaab58f34f2
ინგა მურუსიძე
30.04.20 14:48
732
მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა, - ამის შესახებ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოზე იმსჯელეს.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომაზე, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეამოწმებენ.

მათივე ცნობით, ფუნქციონირება განაახლა უკვე ათობით საწარმომ, რომელმაც წესები დააკმაყოფილა.

"მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად რამდენჯერმე გადამოწმდებიან. იმ საწარმოებში კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, ინსპექტირება დამატებით განხორციელდება", - აცხადებენ მთავრობაში.