მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშაობს თუ არა ფინანსთა სამინისტრო 200 000 ლარიანი სესხების ლიმიტის შემცირებაზე?

5de5467280952
BM.GE
02.12.19 22:21
1812
ეს არის მთავრობის მიერ მისაღები გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროში გადაწყვეტილება ამაზე მარტო ვერ იქნება, რა თქმა უნდა, მიღებული, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ლარში სესხების გაცემაზე არსებული 200 000-ლარიანი ლიმიტის 100 000 ლარამდე შემცირების შესახებ დასმულ კითხვაზე BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ გააკეთა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს შეუძლია ამაზე გარკვეული ანალიზის გაკეთება.

„ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მონაცემები და ანალიზი გავუკეთოთ თუ რა შედეგები შეიძlება გამოიწვიოს ამის შემცირებამ და რა დადებითი შედეგები გვაქვს და ეს დადებითი შედეგები ასახულია სარეიტინგო კომპანიების ანგაrიშებში, შესაბამისად თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არგუმენტებზე დააფუძნებული უნდა იყოს. არგუმენტების მომზდებაში ფინანსთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, იქნება ჩართული“,- განაცხადა გიორგი კაკულიამ.

შეგახსენებთ, 21 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვას 100,000 ლარამდე შეამცირებს.