მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშაობს თუ არა ვაქცინა „ომიკრონზე“, ამაზე პასუხი შეიძლება "ჯანმოსაც" არ ჰქონდეს“ - ეკონომიკის მინისტრი

620a2f6df34f2
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 14:35
1160
„ომიკრონზე“ მუშაობს თუ არა ვაქცინა, ვფიქრობ, ამაზე ჯანმოსაც შეიძლება პასუხი არ ჰქონდეს - ასე ახსნა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერის განცხადება, იმის შესახებ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინაცია არ მოქმედებს.

ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით მოხდა ქვეყანაში პირველი Covid-ვაქცინების შემოტანა და ის შეფასებები, რაც მის განცხადებას მოჰყვა, რომ პრემიერი ანტივაქსერია, უსაფუძვლოა.

„პრემიერმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ახალი რეალობა და ახალი გარემოებები დადგა ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით და შესაბამისად, პროცედურები გადაიხედა. რაც შეეხება იმას, რომ ამას მოჰყვა გამოხმაურება - რამდენადაა ვაქცინაციის მხარდამჭერი პრემიერი, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა... რადგან პრემიერი იყო ის ადამიანი, რომლის მეშვეობით ქვეყანაში პირველი ვაქცინის შემოტანა მოხერხდა და ქვეყნის სწრაფი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

რაც შეეხება იმას „ომიკრონზე“ მუშაობს თუ არა ვაქცინა, ვფიქრობ, ამაზე ჯანმოსაც შეიძლება პასუხი არ ჰქონდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა პრაქტიკულად არ მუშაობს, ამიტომ მწვანე პასპორტს აღარ ჰქონდა აზრი – პრემიერი