მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მუზეუმები მოაზრებულია მხოლოდ ტურიზმისთვის ხელშემწყობ ფაქტორად“ - ნინი სანადირაძე

5ef4d308cc6e1
ნუცა ბაზლიძე
25.06.20 22:30
1057
მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში მათ წინაშე არსებული ძირითადი დაბრკოლებების შესახებ ისაუბრა და ამ მხრივ მუზეუმებისადმი დამკვიდრებული დამოკიდებულება გამოყო.

„სამწუხაროდ, მუზეუმები დღეს, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც, მოაზრებულია მხოლოდ ტურიზმისთვის ხელშემწყობ ფაქტორად“ - აღნიშნავს ის.

თემასთან დაკავშირებით, ნინი სანადირაძე დასძენს, რომ, ბუნებრივია, ეს ასპექტიც გასათვალისწინებელია, თუმცა, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მუზეუმის საგანმანათლებლო და ადგილობრივი საზოგადოებისთვის მეხსიერების გამავრცელებელ რესურსად აღქმა.

გადაცემაში საუბრისას, ნინი სანადირაძე მიმდინარე პერიოდის სპეციფიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო ვირტუალურ სამყაროს ერგება, მუზეუმების გაერთიანება შეეცადა ვირტუალური სამყარო გაეცოცხლებინა.

„ვირტუალურ სამყაროში გავხდით რეალურები, რაც გულისხმობს პროექტს „წერილი მუზეუმს“, რომელიც აქტიურად გრძელდება და ვრცელდება“, - განმარტავს ნინი სანადირაძე და დასძენს, რომ პროექტი რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის კონტაქტს გულისხმობს.