მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრები- „შპს ჯიენსი“, „შპს ინექსფონი“ და „შპს მაიფონი“ - კომუნიკაციების კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. ორგანიზაციები კომისიას მოუწოდებენ ძალაში დარჩეს 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება.
საუბარია ცვლილებაზე, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორები უნდა გაჩნდნენ. ამ კომპანიებს არ გააჩნიათ საკუთარი ინფრასტრუქტურა, რის გამოც უკვე არსებულ ოპერატორებთან აფორმებენ ქსელზე დაშვების ხელშეკრულებას. ამასთან, MVNO ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ მათ კითხვის ნიშნები აქვთ კომპანია "ეკლეკტიკთან", რომელიც ბაზარზე ახალი ოპერატორის "ჰალოს" ბრენდით გამოჩნდა.
"MVNO ასოციაციაში შემავალ სამივე კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც საჯარო, ისევე - კერძო მიმართვებში არაერთხელ გვაქვს გაცხადებული მზაობა და სურვილი მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოპოვების, რაც ქართველი მომხმარებლისთვის ინოვაციური და მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისების მიწოდებას ნიშნავს. ამასთან, ქსელის ოპერატორების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არიან მობილური ვირტუალური ოპერატორი დაუშვანსაკუთარ ქსელზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ამ დრომდე სიტყვიერი მოლაპარაკებიდან რეალურ სამუშაო პროცესში გადასვლა არცერთ ჩვენგანთან არ მომხდარა. ქსელის ოპერატორების საჯარო მზაობამხოლოდ ერთი ოპერატორის მიერ და მხოლოდ ერთი ახლად დაარსებული კომპანიის დაშვებითშემოიფარგლა. კერძოდ, საუბარი გვაქვს შპს "ეკლეკტიკსა“ და სს "სილქნეტს“ შორის გაფორმებულხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე „ჰალოს“ სახელით პირველმა ქართულმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო საქმიანობა და დღეის მდგომარეობით 80-მდე აბონენტი ერიცხება.
MVNO ოპერატორების დაშვებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან სამი წლის თავზე მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში ქსელის ოპერატორების მხრიდან უამრავი წინააღმდეგობა და პრობლემა არსებობს, მოულოდნელად შპს "ეკლეკტიკის“ ბაზარზე გამოჩენა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მათთვის ხელშეკრულების გაფორმება უამრავ ეჭვსა და კითხვას აჩენს. MVNO დაშვების მსურველ ასოციაციაში შემავალ კომპანიებს გვიჩნდება განცდა, რომ არსებული შეთანხმება შპს "ეკლეკტიკსა“ და სს "სილქნეტს“ შორის არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეჭვს და კითხვის ნიშნებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს.
საგულისხმოა, რომ „ჰალოს“ შეთავაზება „სილქნეტის“ პაკეტების იდენტურია და განსხვავება მხოლოდ ფასშია, კერძოდ, ჰალო 2 ლარით იაფია ვიდრე სილქნეტი. ასევე, პოტენციური აბონენტისთვის „ჰალოში“ პორტირება ან ახალი სიმ ბარათის აღება ისევე როგორც კომპანიასთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს - კომპანიას არ აქვს მითითებული მომსახურების წერტილების ზუსტი მისამართი, იურიდიულ მისამართზე არასდროს არავინ იმყოფება, უცნობია კომპანიის სამუშაო და არასამუშაო საათები, რაც ოპერირებისა და MVNO კომპანიისთვის სწორ სეგმენტზე გასასვლელად სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მნიშვნელვანია, რომ MVNO ასოციაციაში შემავალი თითოეული კომპანია ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ ბაზარზე შევლის სურვილის, ამის გარდა, ბოლო ერთი წელია ასოციაციის სახელით გვაქვს გაკეთებული არაერთი განცხადება, ამ პროცესში კი კომპანია „ეკლექტიკის“ შესახებ არასოდეს გვსმენია. დღესაც, როდესაც შპს "ეკლეკტიკსა“ და სს "სილქნეტს“ შორის შეთანხმება უკვე არსებობს, თუკი მედიას MVNO თემაზე რაიმე აინტერესებს, მოგვმართავს ჩვენ და არა ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიას.
კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ის ფაქტიც, რომ კომპანია ისე გახდა MVNO ხელშეკრულების მფლობელი ჩვენამდე, რომ მარეგულირებელ კომისიაში არც კი ჰქონდა ავტორიზაცია გავლილი მაშინ, როდესაც ჩვენ, სამი ავორიზებული კომპანია, სამი წელია ვიბრძვით და ვითხოვთ კონკრეტულ შეთავაზებებსა და წერილებზე პასუხს ქსელის ოპერატორებისგან.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა და გარემოებების გამო, ვთვლით, რომ არამც თუ უნდა გაუქმდეს რეგულაცია, არამედ პირიქით კომისია უფრო აქტიურად უდა ჩაერთოს ამ სფეროს რეგულირებაში. სწორედ ამიტომ კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით, არ გააუქმოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება.
ვიმედოვნებთ, კომისია გაითვალისწინებს ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორს და ქართველი მომხარებლისთვის და ჩვენი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის სწორ და საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს,"- აცხადებენ ოპერატორები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება